Saturday, August 13, 2011

პროექტის აღწერა




პროექტის სახელწოდება–სპორტი მდინარე ძირულაზე   .პროექტის მთავარი იდეა(თემა) 1–2 წინადადება   .მოსწავლეები  სოფელ უბისაში  შეარჩევენ სპორტის იმ სახეობას, რომელიც ბუნებრივ პირობებში არის შესაძლებელი.
პროექტის აქტუალობა  სოფელში არ არსებობს სპორტული სექციები.
პროექტის მიზნები: სხვადასხვა სპორტული სახეობის გაცნობა, სოფლის ბუნებრივი რესურსებზე დაყრდნობით  სპორტის სახეობის შერჩევა სოფელში სპორტის აღორძინების მიზნით
მონაწილეთა ასაკი : 10–14 წელი.
ვადები,ხანგრძლივობა  3 თვე.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები გაეცნობიან მსოფლიოში განვითარებულ სპორტულ სახეობებს, ინტერნეტით  დაუკავშირდებიან წარმატებულ სპორტსმენებს, გაუზიარებენ თავიანთ  სურვილებს სოფელში სპორტის განვითარებასთან დაკავშირებით, მიიღებენ კონსულტაციებს რა გზით  იქნება შესაძლებელი უბისის ბუნებრივი რესურსების გამოყენებით რომელიმე სპორტის განვითარება. დასახავენ გეგმას, დამაჯერებელი არგუმენტებით სოფელში სპორტული სექციის შექმნასთან დაკავშირებით. წარუდგენენ სკოლის ადმინისტრაციას, სოფლის გამგეობას, დახმარების მიზნით.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, ინტერნეტი, ფოტო აპარატი


პროექტის მსვლელობა: მოსწავლეები შეიკრიბებიან სხვადასხვა კლასებიდან, ჩამოწერენ სპორტულ სახეობებს, ინტერნეტის საშუალებით შეავსებენ ამ სიას. ელ. ფოსტის საშუალებით დაუკავშირდებიან ცნობილ სპორტსმენებს, რათა გააცნონ თავიათი სურვილი რომელიმე სპორტულლი სექციის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით. თხოვენ დახმარებას სოფლის პირობებში შესაძლო სპორტის სახეობის განვითარებასთან დაკავშირებით, მიღებული კონსულტაციების საფუძველზე შეირჩევა ერთ–ერთი. ჩამოიწერება საჭირო რესურსები ამ სახეობის სექციის ჩამოყალიბებისათვის.
უფროსკლასელთა ჯგუფი სოფლის გამგეობას და სკოლის ადმინისტრაციას წარუდგენს წინასწარ ჩამოყალიბებულ პროექტს სექციის შექმნასთან დაკავშირებით.ისინი   დაუკავშირდებიან კულტურის სამინისტროს შესაბამის განყოფილებას, ტრენერის თაობაზე.  გაკეთდება ბლოგი სადაც განთავსდება უბისის მოსწავლეთა ენთუზიზმის ამსახველი აქტოვობები უბისაში სპორტის განვითარებასთან დაკავშირებით. შესაძლოა ბლოგზე გამოხმაურებებით მოსწავლეების მიერ შერჩეული სპორტისთვის მოხალისე ტრენერი გამოჩნდეს.


საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: 
პროექტის ხელმძღვანელი(მაასწავლებელი) ნაზი სებისკვერაძე
ხელმძღვანელის ელ–ფოსტა: nazisebiskveradze@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: http://nazisebiskveradze.blogspot.com/

No comments:

Post a Comment